Свернуть поиск
ეს არის მოღალატეობრივი, მტრული განცხადებები – კახა კალაძე გვარამიასა და სამადაშვილის მესიჯებზე
🔹სამადაშვილის თქმით, საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. გვარამიამ კი განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან მან თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად ჩააბარა ყარაბაღი, მან უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.
0 комментариев
0 классов
ლევან მაჭავარიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: "შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230.000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს უსამშობლო აგენტი 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო", - დაწერა მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
🔹 გვარამიამ აფხაზეთის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ აღფრთოვანებულია სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანით მის მიერ "ისტორიული ტრავმების" დამარცხების და ყარაბაღის დათმობის გამო.
0 комментариев
0 классов
ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო – თენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებებზე.
🔹სამადაშვილის თქმით, საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. გვარამიამ კი განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან მან თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად ჩააბარა ყარაბაღი, მან უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.
0 комментариев
0 классов
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: "დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა".
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.
საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე დედაქალაქის რაიონული გამგეობები.
"თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია".
0 комментариев
0 классов
"კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? ყველა სარეცხი მანქანის 80% ჩინეთში მზადდება, თუ მეტი არა. რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? მძიმე შემთხვევაა, ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ!" - დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში
0 комментариев
0 классов
სერგეი ლავროვი: "პუტინმა ძალიან მკაფიოდ, დარწმუნებით თქვა, რომ ჩვენ ასეთ ყაჩაღობას, მეკობრეობას სარკისებურად ვუპასუხებთ. მაგრამ აუცილებელი არ არის იმ აკვატორიებში, სადაც "ახლად გამოჩენილი მშვიდობისმყოფელები" უკანონობას ჩაიდენენ. ჩვენ თავად ავირჩევთ სამიზნეებს. მიზანში ამოვიღებთ იმ გემებს, რომლებიც იმ ქვეყნების ინტერესებში მუშაობენ, რომლებმაც თავის ოფიციალურ პოლიტიკად ყაჩაღობა და მეკობრეობა გამოაცხადეს. ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ მოვექცეთ ასეთ გემებს".
0 комментариев
0 классов
- Класс
загрузка
Показать ещёПравая колонка